Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ– პროფესორის  სამსახურში მისაღებად  გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით  დოკუმენტების მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 07 მაისის №31 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ N1 დანართის  მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებისა, თსუ რექტორის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ– პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ 2016 წლის 15 ივლისი N126/01– 01 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
1)    თამარ მოკვერაშვილი –   აპარატის უფროსი, კანცელარიის უფროსი.
2)    სოფიკო ძნელაძე – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
3)    ლევან ჟორჟოლიანი – იურისტ– კონსულტანტი.
2.    საკონკურსო დოკუმენტები დადგენილი წესის შესაბამისად მიიღება 2016 წლის 16 აგვისტოდან  2016 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით,  09:30 -დან 18:00 საათამდე, ყოველდღე,   შაბათ-კვირის  გარდა, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი  №1(თსუ-ს I კორპუსი), II სართული, ოთახი  №207.
3.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
4.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანის
მოვალეობის შემსრულებელი         /თეიმურაზ პაპასქირი/